მებურიშვილი ტაგუ
გაზიარება

რამ აგაჩქარა 

მესამე ცდაზე, როგორც იქნა, დააგვირგვინე
ქვეყნიდან წასვლა – მოკვდინება თავის, იგივე.
ასე სასწრაფოდ, მამავ, წასვლას ვისთან ლამობდი?!
ვინ? ვინ ელოდა შენს სატკივრებს იქ მალამოთი?!
ვისკენ გაიქეც ასე უკან მოუხედავად?!
ვისი დედაა ის, ჩემი თუ შენი დედაა?!
რამ აგაჩქარა, ისეთს თვალი ცად ვის მოჰკარი?!
ვინ შეგიფარა უპოვარი და ამბოკარი?!
ამ ქვეყნად შენით არ მოსულხარ, შენით წადი რად?!
არ მომიაროს მეც ოდესმე ემაგ წადილმა!
მითხარი, შენი უსაწყლესი თავის მკვლელობა
რა იყო, მამა, საშველი თუ უსაშველობა?!

??????