ადეიშვილი ნოდარ
გაზიარება

ნასოფლარი 

სად ხარ, სიყრმის სიმღერავ –
ხმებო, ზეცით ნაცვარო,
გლეხის ბიჭო, მიქელავ,
ჩიტის ნამოწაფარო...
იქნებ ზრუნვა შეგაკელ,
მზე, გული ან მარილი,
იქნებ ჩითის პერანგზე
ვერ დავქარგე ყვავილი,
იქნებ შენს საკადრისად
ვერ ვთასმავდი ქალამანს,
ფოთოლი ვარ ჭადრისა,
რატომ ძეწნის არა ვარ.
ვაი, ტკბილო სიმღერავ –
ხმებო, ზეცით ნაცვარო,
გლეხის ბიჭო, მიქელავ,
ჩიტის ნამოწაფარო.

??????