ადეიშვილი ნოდარ
გაზიარება

მარტის თოვლი 

თოვდა, მაგრამ განა ჯიბრზე,
თოვდა – თითქოს ნატვრისად,
რაღაც ისე, მიზეზ-მიზეზ,
თოვდა თოვლი მარტისა.
და ეს იყო, ალბათ, გუშინ,
არა როსმე, ოდესღაც,
მე რომ შენი თეთრი ნუშის
გაცინება მომესმა.
დღესაცა თოვს, მაგრამ იმ თოვლს
არარაფრით არა ჰგავს...
ვაი, ჩემი ცოდვა ზიდოს
შენმა შავმა არაგვმა...

??????