ხაბეიშვილი სოლიკო
გაზიარება

სიზმარ_ცხადი 

თუა, ვიწამო რომელი ერთი,
ღმერთო,
ვარჩიო რომელი ნატვრა,
ნეტავი მართლა სული თუ ერთვის
ლაჟვარდებს,
თუა სიმართლე მართლა?..
თუა სამშობლო, მწუხრი, ცისკარი,
ძალა, რომელიც სამყაროს მართავს,
თუ ყველაფერი არის სიზმარი,
რომელიც ასე წააგავს მართალს...

??????