კვიტაიშვილი ემზარ
გაზიარება

*** "ყველაფერმა ჩაიარა" 

ყველაფერმა ჩაიარა,
შენმა სიყვარულმა– არა,
ბეჭს გამყრია ოქროს ჭანგი,
მეყო, გამეყარე, კმარა.
ვეწამები, რა ვიწამო,
არვინ მეუბნება: წამო!
ავმა ქარმა დაგიბერა,
დალეწილო, შენ, ლერწამო.
არ ელევა გლოვა, ურვა,
არ აკლია სისხლში ცურვა,
სკდება გული, ისევ შენი
ტერფის დადგმა მოესურვა.
აღარ გეწურება ალო,
გაპოხილო მთვარის ცურო,
სანამ გინდა მაწრიალო,
რკინის მუჭში ჩასაწურო.
ყველაფერმა ჩაიარა,
შენმა სიყვარულმა – არა,
მღვრიე თაფლად რაც იდინე,
შხამად მექცა, ჩამემწარა.

??????