სანიკიძე ირმა
გაზიარება

საკუთრება  



                   ’’ჭეშმარიტებას ორი  ერთად ვერ  დაემთხვევა’’


        ‘’ყოველთვის, როცა მაკვირდები დაღამებისას,
         მზიან ამინდებს ველოდები დაღლილ მგზავრივით.
                                                                  / jaden / 

 
ღმერთის სახელით,
მე შემიძლია საკუთარ თავში ნაკლის პოვნა,
შენი ქცევის გასამართლებლად.
და როცა მზე სისხლივით გადაისხამს შებინდებას,
შენს ბოლოს წინა გაღვიძებას მოვისაკლისებ.
გადაგვარებულ ჩემს სიზმრებში ანკესს მოვისვრი,
იქნებ როგორმე,
ერთი ცოცხალი შეგრძნება მაინც ამოვიყვანო,
რომ  მთელი დღით დავითბილო თუნდაც სხეული.
მზით გამომშრალი ხმელი სიო
საბანივით (შე)მოვუკეცო ნასიზმრს გვერდებთან,
მაგრამ არ მითხრა, რომ გიყვარდა ქალი,
რომელსაც
გულზე ხელები ,
თავ ქვეშ მიწა არ ღირსებია.
არც ცოცხალს უწევს ცისფერი ცის ფეხით გათელვა.
არც მიტოვება გაუგია ვის ნიჭს ატარებს-
კაცის თუ ქალის,
არც ის ქვეშქვეშა შუქი ახსოვს მოხრილ ბეჭებზე
როცა კედლიდან გიყურებნენ ბრები, წასვლისას.

დამეფიცება–
სულერთია დღეს ყველაფერი.
მეტი დრო მრჩება
ღვთის ანაბარა დარჩენილებს მივეალერსო.

შენ შეგიძია გიყვარდე ისე, არ მგრძნობდე არსად.
არც სახლის გარეთ.
არც შინმყოფი.
არ მახსენებდე შენ არსებობას პირადი საქმით–
სამსახურით,
მცირე ხელფასით,
ან  პლასტიკური ბარათებით–
’’visa’’,
’’master card’’...
არც იმ მანქანით,
ერთ-ორ ადგილს ავარიის კვალს რომ ატარებს,
როცა სიკვდილი კარებში ვერ შემოეტია
და გონზე მოსულს ,მხოლოდ მისი თვალები გახსოვს-
მყიფე,
უძირო.


შენ შეგიძლია მიყურო ისე,
თვალს არ ახელდე
ან თვალხილული ბრმა იყო ჩემთვის.

ღმერთის სახელით
საკუთარ თავში ნაკლის ძებნა
უმოტივოა.
და როცა ,
შებინდებისას,
სისხლგამშრალ მზეს შესატყვისი მოვუძებნე-
ჩამავალი სიყვარული,
დამეფიცება–
ყველაფერი სულერთი გახდა.

??????