სანიკიძე ირმა
გაზიარება

წლებსმიტანებული ირონია  

                                       შენ,  ჩემი ფიქრები გაცინებს.. 

                                                              ლუბა ელიაშვილი 


შენ - 
ფიქრობ,ავად ვარ, 
გავცივდი, 
ჩვენ ბოდიში... და 
რაღა დროს 
მკითხულობ 
მზრუნველი ქმარივით 
რომელიც მოდიხარ 
შუაღამეს. 
ხასიათს ნაკეცს არ 
უსწორებ 
მკლავების რკალში 
თუ ვეხვევი, 
დაღლილი 
შენ 
ფეხზე იძინებ, 
მე ათასნაირ 
ხერხებით 
ვცდილობ... 
ხვალ კართან რომ დაგხვდე 
როგორც მუშაკი 
საბაჟოს, 
შემოსულს ჯერ კოცნით 
გაგიშვებ 
და ჩხუბი მერესთვის 
გადავდოთ... 
დილით მასაუზმებ 
ნერვებით, 
ყელს- 
(ხვეწნადზვარაკშეწირულს) 
ტუჩებით სულ აღარ 
ეხები, 
და არც ახვედრებ 
ხელისგულს 
ლოყებს, 
როგორც ეს იცოდი 
რამოდენიმე  
წლის უკან 
ჩვენ ბოდიში...და 
ასეთი  
კაცის ცოლობა 
ვის უნდა?!

??????