სანიკიძე ირმა
გაზიარება

ჩემია ქალური განწყობა 

ხომ, იცი, ჩემია ქალური განწყობა ,
(რა მინდა ხანდახან მე თვითონ არვიცი)
ერთი მზე (სამყოფი ) ცხრავე ცად ამოვა,
რომ წვიმა არ გახდეს ღრუბლების  მაგისტრი.

ხომ იცი წვიმები მიყვარდა არასდროს,
ცა მაინც  მიაღწევს მიზანს და საწადელს...
და ისეთ ამინდში (ძაღლიც ვერ  გააგდონ)
მე ნებით გავალ...თუ ხვალ ღრუბლებს  გადაწევ.

თუ კართან დამიყრი ყველა დღის მოლოდინს 
ფეხსაწმენდ ალაგას, ფეხებით გავთელო
უშენო წუთები და თუკი განვიცდით
ერთმანეთს, ამისთვის მაცოცხლე გამჩენო. 

აპარებს სახეზე თვალს შუქი  ფარდიდან,
რიჟრაჟი დადგება  ცის პატარძალივით,
უკეთებს მზე თითზე სხივს (მეტი რამინდა)
ტუჩებთან მოსვლამდე სხეულსაც დაივლის,

მაღიმებს…ფოთლების მასივში გელოდე
შეგირდად, ლოდინი დილიდან  მეწყება,
წარსულით  ნაყიდი არ მიღირს სიცოცხლე,  
ლექსები დამისვი თითების  შეხებად. 

ცა ქედს არ მოიხრის, რომ სხივის საბადო,
თვალებში ვერ ნახოს ლამაზი ნივთივით,
ხომ იცი, წვიმები მიყვარდა არასდროს
და მაინც რატომღაც ნაწვიმარს  მივტირი

??????