ქემერტელიძე იორამ
გაზიარება

*** "თოვს ხვავრიელად, დაუსრულებლივ" 

თოვს ხვავრიელად, დაუსრულებლივ...
თოვს გაბმულად და გაფაციცებით...
მოწყენილები, გალურსულები
გაცლილ ხეებზე სხედან ჩიტები.
თოვს... და თოვლია სუფთა და წმინდა, –
ჩვეულებრივიც და უცნაურიც...
და აკრთობთ ჩიტებს
დროდადრო
ხიდან
ჩამოცვენილი
თოვლის ხმაური.

??????