ინჯია ჯემალ
გაზიარება

შენა თქვი 

გზად ბევრი ვინმე შემოგვეყარა,
საიდან მოდის, ვინ დაჰკარგვია.
შენა თქვი ერი, თორემ ქვეყანად
ნებისმიერი მიწა კარგია.
თანაბრად ახრჩობს დინება მდორე
კაცთა კაცურთა და უკაცურთა.
შენა თქვი ეკლის გვირგვინი, თორემ
დაფნის გვირგვინი გაუფასურდა.
ნეტავი თავი რისთვის მომქონდა
ამ ახოვანი მთების იერით?!
შენა თქვი ქრისტე, თორემ გოლგოთად
მთა გამოდგება ნებისმიერი.

??????