ინჯია ჯემალ
გაზიარება

*** "შენი თოვლივით ტანი მიყვარს" 

შენი თოვლივით ტანი მიყვარს, _
სიზმარ-კუნძულზე გაბინავებ.
რქაწითლის ფიცხი ტანინი ხარ,
მიხეთქავ სისხლის კაპილარებს.
შენთან წყლის ალი მიმიქარავს,
თვალი მაცდურად ჩამიკარი.
როცა არავინ მიმიკარა,
შენ მკერდში მაშინ ჩამიკარი.
შენ მკერდში მაშინ ჩამიკარი,
როცა არავინ მიმიკარა,
თვალი მაცდურად ჩამიკარი,
შენთან წყლის ალი მიმიქარავს.
მიხეთქავ სისხლის კაპილარებს,
რქაწითლის ფიცხი ტანინი ხარ,
სიზმარ-კუნძულზე გაბინავებ, _
შენი თოვლივით ტანი მიყვარს.

??????