წიკლაური ხვთისო
გაზიარება

ჭური 

(ხუმრობა)
მე – სიტყვის ჭური ზეცას შევღიმი,
ის ჩემში, როგორც განიერ ჭაში
ძევს
და ცხოვრება – მკაცრი მეღვინე
მოდის
და ჩუმად მისინჯავს ჭაშნიკს.
თავღია ვიყავ და გარს მეხვიეთ
ლამაზი ხალხი
და გულში მიზისამაყი სახე ჩემი მეღვინის,
ცისა და მიწის,
შენი და სხვისი...
რადგან მოითხოვს ამას შაირი,
სიტყვის ბადაგი ღვინდება ადრე,
ღრმად ვსუნთქავ ჩემი ქვეყნის ჰაერით,
რომ ჩემშიც ღრმად და ლამაზად ჩანდეთ...
და რითმაც სხვაში არასდროს გამცვლის,
კვლავ თავს მომახვევს
მელექსის სიზმრებს...
მოვა ლექსი და თავისით დამცლის,
ხოლო ცხოვრება შემავსებს ისევ.

??????