წიკლაური ხვთისო
გაზიარება

შენთან განშორება 

როგორც ავაზას სისხლიან ბილიკს
და ზიანს მსახვრალ ტორის შეხებით,
გაურბის შიში –
ცქაფი და ფრთხილი –
მარდი ირმის და არჩვის ფეხები.
ისე გამირბის შენთან შეხვედრის
წუთი და წელი,
წეროთა ზარით.
ასე გაურბის ფოთლებს ვერხვები, –
საკუთარ ბგერებს გაურბის ზარი.
მოქანცეს ფრთები გზებმა, განვლილმა,
სხეულშიც ტყვია ჩამისხეს თურმე,
ბოლავენ ჩემი თმები, კვამლივით
სტოვებენ ქალას – ფიქრების ღუმელს.
ჩამოწრეტილა შავი დალალი
შენიც
და ჭირხლის ფერს ეგუება,
ჟამმა სიხარულს უთხრა დალაი,
გამოიტირეს ღამით ბუებმა.
ჩაიწვა,
ის რაც წლებით იძლია.
მინავლდა, როგორც მოლზე მთიბლური.
შენ აღარ მოხვალ.
შენ შეგიძლია,
რაიც გამირბის, რომ დამიბრუნო.

??????