წიკლაური ხვთისო
გაზიარება

ავადმყოფის ელეგია 

ჯანმრთელობასთან
სენი კამათობს,
სიცოცხლე დღედღე მტოვებს, ლამაზი.
არხოტის ზეცავ,
ვეღარ დამათოვ,
ღილღოს ღრუბელო აღარ დამაწვიმ.
უკვე თვალი და მუხლი მღალატობს,
იცრემლებიან არხოტს ცირცლები.
მოშარიშურე თეთრო ხალათო,
შავი სამოსით ნუ შეიცვლები!
მინდა ბოლომდე კარგად დათრობა,
სანამ სიცოცხლეს წლები წველიან,
მანამდე, სანამ სადღაც მნატრობენ,
ჩემზე დარდობენ
და მიმელიან.
...და თუ ვერ გძლიოს სენის სიბლანტემ,
ყოფნის ბინულო, ცინცხალ ცვრიანო,
ვფიცავ შენს ნათელს,
უფრო მხიბლავდე
უფრო ლამაზად უნდა ვიარო.

??????