წიკლაური ხვთისო
გაზიარება

მივდივარ 

დიახ, მივდივარ,
ვერ დამაბრუნებს
ვერც ვარდობის თვე
და ვერც თაფლობის
ჟამი,
მე თითქოს ვიყავ დაბმული
ჩემი ზრდილობით
და თავმდაბლობით.
მივდივარ,
ასე დამბედებია,
გზა შფოთიანი
და არა მშვიდი,
მე ის ვარ,
ვინაც დაბადებიდან
გავიდა გზებზე,
მიდის და მიდის.

??????