ფუტკარაძე ნიკა
გაზიარება

* * * "შენ ღრმა წამებას" 

შენ ღრმა წამებას სახლის თაგვიც კი ღრღნის,
შენს მწუხარებას დაცლილი სული შლის,
შენს ნაზ სითეთრეს შავი უკუნი სდევს,
შენს მოქსოვილ ტილოს წუთისოფელი ხევს.
დრო იკარგება, შენ სხივებს არტყამ ცხენებს,
ჭექს შენი ფიქრი და ორღობეში მწუხრი,
მოხუცი ქალი შენსავით დაძმობილდა,
შენი პოემა ჩემსავით დაჩოქილა.
შენ რაღა გინდა, ჩემი ყვავილის თესვა?
ნუთუ დამირჩა ჩაუქრობელი სევდა?
ვუყურებ ჩემს სახეს და მდუმარებით ვღებავ,
ვლექსავ სტრიქონებს, ჩემო ლამაზო დედა.
ნუთუ დამშრალა სარკე ვარსკლავთა ცვენის,
ნუთუ ივსება გული სხვადასხვა ფერით,
ნუთუ ვიჩაგრე მე ჩემ სხაგვარი ფრენით,
ნუთუ მომიკალ ან გამიცოცხლე ლექსი.

??????