კარმელი შალვა
გაზიარება

მარტოობა 

მარტოობამ მომცა აზრი,
საოცნებო, როგორც მთვარე,
მარტოობამ შემიყვარა , -
მარტოობა შევიყვარე!
მარტოობამ მომაჩვენა 
ტურფა სახე ცის ასულის,
მარტოობით განვიცადე
არსებობა ჩემი სულის.
ჩემთვის მყუდრო მარტოობა
არის სევდის გამქარველი,
მარტოობა რომ შევიტკბე,
მიტომ მქვია მე კარმელი!
მარტოობამ აღმიმამაღლა 
სამარადო გულის გრძნობა
და მიტომაც მიყვარს ასე
მარტოობა, მარტოობა!

??????