გაბაიძე გიორგი
გაზიარება

მეძავის ეპილოგი ექსკლიუზივი

გაუმაძღარი სიქალწულე მიწას მივანდე,
ახლა ვხვდები, რომ უფრო მხიბლლავს, ღმერთთან სიშორე,
ვიარე ასე ხელგაწვდილი იდუმიამდე,
რწმენა, ჩამოშლილ გუმბათებში უფრო ვიშოვე.

მერე ვიწექი მთელ ქალაქთან ნებით თუ ძალით,
და დავდიოდი ქუჩა-ქუჩა ვუალით ვიდრე,
ვაპურებ სხეულს, შთაგონებით უხორცო ალი,
მივდივარ მძიმედ, - (მერამდენედ), მსუბუქ ფეხს ვითრევ.

რამდენი ჯგუფის გადაღეჭა სისხლი ამ გულმა,
ძარღვებში მწარე ჟრუანტელად წვეთავდა თოვლი,
სადენებივით ახლართულა ჩემი ფაბულა,
წავიდა ბევრი, მაგრამ ვიცი, უთუოდ მოვლენ.

სურვილში გავცვლი სილამაზეს, არამართალი
ვიქნები, თუმცა ეს სიმართლე მძიმე როდია,
ჟღერს ათძალი და მე კი ვცეკვავ, მე - ჰეროდია,
და ცოდვის ყვავი დამტრიალებს თავზე ყრანტალით.


??????