ჯინჭარაძე იური
გაზიარება

ეს იყო ექსკლიუზივი

ეს იყო – რაღაც გადასარევად –
ცისკრის ამოსვლა წყვდიადის შემდეგ,
ეს იყო, როგორც ღვინის დალევა
და შემორჩენა სიმთვრალის დღემდე.
ეს იყო სუფთა გრძნობის გამხელა,
წუთის მოპარვა შიშით და დავით,
იყო ტრფობაში თვალის გახელა,
ეს ყველაფერი ხდებოდა ღამით.
ეს იყო – (ბევრი მას ვერ გაბედავს),
დამაშვრალისთვის მოკვლა წყურვილის,
ეს იყო სიტკბო ლამაზ ბაგეთა,
ცხელი ტანის და ცხელი სურვილის.
ეს იყო – სხივი ბაგე-ბადახშის,
სხივი, რომელიც კედელს ატანდა,
ეს სახიფათო იყო თამაში
დედიშობილა ევას ადამთან,
მაგრამ წარსულმა უცებ მომცელა,
გარდუვალობა სადღაც გაცურდა,
შემოვრჩი მარტო ჩემსავ ოცნებას
და ყველაფერი ისე დასრულდა,
როგორც კოცონზე წყალის გადასხმა,
მოთოკვა ვნების, თავაწყვეტილის,
ეს იყო მხოლოდ ტრფობის გალანძღვა
და სიყვარულზე დასმა წერტილის.

??????