ხოდაშნელი შოთა
გაზიარება

გაზაფხული 

ენძელები თეთრი თოვლის რუკას,
მოხატავენ თითქმის ყველა მხარეს.
გაზაფხული ლოლუებზე უკრავს
და წკრიალი ეფინება არეს!
საფრთხიალოს ჩიტო გულში ჰპოვებს.
ვერ იჩერებ უმიზეზო სიცილს,
ლამაზ სტრიქონს აპოვნინებს პოეტს
და დაცხრება ცოტა ხანი ისიც...
ცას ღრუბელთა გადაუვლის ჯარი,
მზე უეცრად ჩამოაფენს სხივებს...
აქროლდება გაზაფხულის ქარი,
და ზამთარი დაიძვრება მძიმედ.
გაყუჩდება ყველაფერი ერთხანს.
ტკაცატკუცი აუტყდებათ კვირტებს.
ჩამობერტყავს ზეცა მრავალ მერცხალს,
ირგვლივეთი რა სიხარულს იტევს.
ენძელები თოვლის ლამაზ რუკას,
მოხატავენ ხოლმე ყველა მხარეს.
გაზაფხული ლოლუებზე უკრავს
და წკრიალი ეფინება არეს!

??????