რიმნისთაველი დიკი
გაზიარება

სამშობლო ჩემო 

ქარი დააბეს თითქოს ჭალაში,
ნეტავ ვენახი რად მომიოხრეს,
დრო იკარგება უქმად დავაში,
გულს კი, ვერაფრით ვერ მოვიოხებ.
წისქვილში ფიქრებს ჭორებად ფქვავენ,
ჭეშმარიტება ზეცას შეჰკივის,
წყლის გუბურაში კანკალებს მთვარე
ჩემი სახლის წინ, მცივან ლეკვივით.
ეგ არაფერი. მაგას რას ვჩივი,
ტკივილი მუხას ერგო ნუჟრებად,
ეს ჩემო ლექსიც მორცხვი ბავშვივით,
შენი საბნის ქვეშ შეიყუჟება.

??????