ჯულუხიძე გრიგოლ
გაზიარება

ჩუმად, სიყვარული იბადება 

სითბო, გაცემული გამეტებით,
უკან დაგვიბრუნდა საზიანოდ...
აფხაზს გულს ვუყოფდით,
ოსთან ღამეს ვტეხდით,
რუსთან პურს ვთესავდით საზიაროდ.
ერთად ტირილიც კი მენატრება,
ისე ალთა-ბალთა ვიარებით...
ქვეყნის ნაჭრილობევს ემატება,აფხაზს გულს გავუყოფთ,
ოსთან ღამეს გავტეხთ,
რუსთან პურს დავთესავთ საზიაროდ.
მიმტევებლობა და მიმადლება
ერთი დაბრუნდება ათას ერთად...
ჩუმად სიყვარული იბადება
ქვეყნად სიყვარულის დასათესად!
ერის ტკივილი და იარები.
ქრება დავით მეფის საგანძური,
ქრება თამარ მეფის სანათელო...
ასე ნაწილ-ნაწილ დაფანტული,
რა გზით, რა მზით უნდა გაგამრთელო!
რაკი მტრად მოსული ვერ ვიმოყვრეთ,
ვხედავთ მტერმდიდარნი რასაც ვგავართ...
მაგრამ იბადება, თურმე მოყმე,
ბებერ სიძულვილის დასაძლევად.
ვინც ამ სამზეოზე იმზიანებს,
უნდა ერთგულებას გვაზიაროთ, –

??????