ჯულუხიძე გრიგოლ
გაზიარება

ფასანაური 

როგორ მიდის ეს საწუთრო
სევდიანი ფერებით.
სხვა მიყვარდა,
სხვას ვუყვარდი
და სულ სხვას ვეფერები.
გული დამყვა სევდით სავსე,
ბედის მზე – უცნაური:
ხან შავი ზღვა მართმევს შენს თავს,
ხან კი ფასანაური.
ყელზე მიჭერს ამა სოფლის
დამქანცავი ხმაური...
დავივიწყე ყველა სიტყვა,
მახსოვს – ფასანაური.
მთვარე შენს თმებს მათოვს შუბლზე,
მთვარეს თუ აკვირდები?
მოხვალ? სულში ჩაგისახლებ,
სხვას მე რას დაგპირდები.
როგორ მიდის ეს საწუთრო
სევდიანი ფერებით.
სხვა მიყვარდა,
სხვას ვუყვარდი
და სულ სხვას ვეფერები.

??????