კალანდია გენო
გაზიარება

სიყვარულის ფილოსოფია 

ცა, გამომშრალა აგვისტოს ხვატით,
ოქრო და ვერცხლი უნთია მნათობს,
თქვენ, მოხიბლული ზღვის ანდამატით,
ხვალ უსათუოდ ეწვევით ათონს.
მე, გათანგული ბედის თამაშით,
საწამლავივით ავიღებ გრანელს,
მე ცოდვილი ვარ, როგორც თარაში,
მე უკვე ზუგდიდს მივდივარ მალე.
თქვენ სამოთხისას მიჰყვებით ველობს,
მე ჯოჯოხეთის მოველი წვიმებს,
ღალატისათვის თუ დამსჯი, ღმერთო,
სიყვარულისთვის ნუ დასჯი ვინმეს.

??????