სოლომნიშვილი ზინა
გაზიარება

ვისაც უყვარდა და სძულებია 

ვითვრები?
როგორ არ დავითვრე,
როცა სადღეგრძელო
ულევია...
იმ ადამიანებს
გაუმარჯოთ,
ვისაც მკერდში
მართლა გულები აქვთ!
ადრე წასულები
გამახსენდნენ,
სველ პურს
შმაგი მაჭრის
სურნელი აქვს.
ლოდ ქვეშ მწოლიარეს
გაუმარჯოს,
მზე რომ
ღვინოსავით სწყურებია!
ბრძენსაც,
გენიოსსაც
გაამასხრებს,
ბედი თავხედი და
სულელია!
მოდი, გაუმარჯოს
ადამიანს,
ვისაც უყვარდა და
სძულებია.

??????