შალვაშვილი ბელა
გაზიარება

ქეთევან წამებული 

ვარდების, სინაზის,
პოეტთა შირაზი,
შენ კი შემოგბედეს
შანთი და მარწუხი...
ქეთევან! – ტირიან
ქართველი დედები,
მეც შენი იარა მაწუხებს;
ვარ შენი რწმენის და
სიწმინდის მორჩილი,
მინდა შენ გედარო...
მე მარჯვენს მოგისვამ
მკერდზე და მორჩები,
მორჩები, ნეტარო!
მაგრამ ის მაოცებს,მაგრამ ის მაწუხებს, –
სინაზისა და ვარდების
შირაზში...
როგორ შემოგბედეს,
ვითარ შემოგბედეს
დედოფალს
შანთი და მარწუხი!

??????