შალვაშვილი ბელა
გაზიარება

არ ვიცი, რატომ 

ისე ლამაზად, მთრთოლვარედ თოვდა,
მე გამირბოდა თვალები ცაში,
გული გაჭრას და სიყვარულს მთხოვდა
და სწორედ მაშინ შემომხვდი გზაში.
მერე – ყურება დამჩემდა ცაში
და შევეჩვიე კიდეც მოლოდინს...
ჩვენ უცნობები ვიყავით მაშინ
და უცნობებად დავრჩით ბოლომდის.
დადიხარ ასე, დავდივარ ასე
და აღარა აქვს ბოლო მოლოდინს...
არ ვიცი რატომ, არ ვიცი რაზე,
ჩვენ უცნობებად დავრჩით ბოლომდის.

??????