ეგრისელი ვაჟა
გაზიარება

გაზაფხულის დილა 

კვირტი თვალებს აფახულებს,
სიჩუმეში დაქრის ქარი
და ატყვია გაზაფხულის –
მინდორს მწვანე ნაჩლიქარი.
კოდალა კვლავ სწავლობს დაკვრას,
ნისლი ეტყვის მთებს მადლობას.
დილით, ჩიტი ცვარს გადაჰკრავს,
როგორც ღამის შესანდობარს.
თვალს ბავშვივით ახელს სივრცე,
მზის ხმა ისმის –
ქშინვად ქურის.
ცა მოდენის წვიმის კვიცებს,
მთებს ძრავს ფლოქვთა თქარათქური.
სილამაზე გადამდები,
მშობლიური მზით ნაფერი.
წვიმაც,
ქარიც,
ზღვაც და მთებიც,
ქართულია ყველაფერი.

??????