გაბაიძე გიორგი
გაზიარება

ფიქრები ლოგინში ექსკლიუზივი

ცივა, ლოგინი საფლავს გავს სიცივით,
რატომღაც სარკოფაგს  მინდა რომ ემგვანოს,
რად არ მაცილებენ გარდაცვლილს სიცილით?!.
აქ რჩება სხეული ყოველი ჩვენგანის...

მე ყოველ ღამეს, რომ აქ გარდავიცვლები,
და სული ეძლევა სიზმრეულ ხეტიალს,
საწოლად შეკრული სასახლე ფიცრების,
უბრალოდ სირბილე კუბოზე მეტი აქვს.

აღდგომა, მეორედ მოსვლამდე - მრავალჯერ,
სულიერ ხორცშესხმას მღვიძარეს ანიჭებს,
თენდება, ლოცვანი, ფინჯანი ყავა ჯერ,
მერე კი... ვგავარ, ან არ ვგავარ სხვა ბიჭებს...

??????