კერესელიძე მთვარისა
გაზიარება

ნუ მახსენდებით 

ქარი კვნესის თრიალეთით ამდგარი,
ვერ ვიხსენებ იმ ჩაქოლილ სურვილს.
დანგრეული კერია და ნაცარი,
დღემდე კბილით მოტანილი სული...
ტირის სულში დიდგორი და სამგორი,
ნუ მიყვებით იმ გარდასულ ავზე,
წრიალებენ დატორილი ლანდები
და მაღალი მთები _ ძვლებით სავსე.
სად რიალებს დაწყვეტილი ანძა,
და ბავშვებით გალეწილი კალო,
საქართველოს ტკივილიან განძად
წარსულიდან ნუ აშალე, ქარო.
ნუ მახსენებთ, კარგად ვიცი რაც არის,
აბა ახლა მე რა მესწავლება,
ჩაფერფლილი კერია და ნაცარი
შეგვინახეს მამა-პაპის ძვლებმა.
ფასდებოდა, ვიცი, ერთი ასად
(სათქმელია თავდადებაც უბირთა!),
ვიმარჯვებდით ისე სისხლის ფასად,
უფრო ხშირად დამარცხებას უდრიდა.
აწ მავანთა და მავანთა სურვილს
შევეწიროთ, თან გადავყვეთ თუნდა.
დღემდე კბილით მოტანილი სული
აწიც ასე გავიტანოთ უნდა.

??????