ბროდსკი იოსიფ
გაზიარება

* * * "ობობას ქსელით დაბლანდული ოთახი" (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე) 

მხოლოდ წრფის ბოლოს იხილვება უკეთ წერტილი. 
ქუთუთომ - სივრცე, ლაყუჩებმა შთანთქეს ჰაერი. 
"უფალოს" გარდა ყველა სიტყვა ხმამაღლა თქმული 
აბრაკადაბრას წააგავს და მოაქვს ხმაური. 
მუდმივი კლება, ბზრიალათი თუნდაც დაიწყოს, 
აისახება მხოლოდ მასზე, რაც ჩანს ზემოდან.   
ობობას ქსელით დაბლანდული ოთახი ვიწრო, 
რა გასაოცრად მიემსგავსა ახლა ჩემოდანს. 
შემდეგ გზა წყდება, ვერსად წახვალ, თუ მაინც წახველ, 
ოქროპირისგან ოქროტუჩას გარჩევა დაგღლის. 
დუმილს წიკწიკში მაღვიძარა იმგვარად ახვევს, 
თითქოს ათ წუთში იხუვლებს და ფეთქდება სახლი.

??????