ბროდსკი იოსიფ
გაზიარება

* * * მხოლოდ ის ვიყავ (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)  

           მ.ბ.-ს 

მხოლოდ ის ვიყავ, რაც გაახარა 
შეხებამ შენი ნაზი ხელების, 
რომლის წინაშეც ღამე წელამდე 
მოიდრიკა და შუბლი დახარა. 

მხოლოდ ის, რასაც გადმოჰყურებდი, 
თავიდან ჭვრედტდი ბუნდოვნად მხოლოდ, 
მკაფიო შტრიხებს არჩევდი ბოლოს. 
ასე ნელ–ნელა საფეხურებად.   

ეს შენ იყავი - კვლავ მოფერებით, 
მხურვალე, ცხელი, ჩუმი ჩურჩულით 
დამასხი ორივ ნიჟარა ყურის, 
და მეც ჩამესმა ნაზი ბგერები. 

ეს შენ იყავი, კუთხეში მდგარი 
ფოჩიან ფარდას წიწკნიდი ხელით, 
მე ხმა ჩამიდგი სხვა ხმათა დარი 
და ამიჟღერე ნოტიო ყელი. 

ბრმა ვიყავი და ვერ ვჭვრეტდი დილას. 
შენ ხან გამოჩნდი, ხან დაიმალე, 
და თვალის ჩინი მიეც ჩემს თვალებს. 
ამგვარად რჩება ამქვეყნად კვალი. 

ასე შექმნილა სამყარო ჩვენი. 
ამგვარად შექმნილს  ხშირად ძალიან 
მივუშვებთ,ვაცლით ნებაზე ტრიალს. 
ასე გვეცლება ხელიდან ძღვენი. 

დღე იქნება თუ ღამე უძირო, 
გრიგალი, ქარი,  დარი, ავდარი, 
ვეებერთელა სამყაროს მცირე 
ნაწილი დღესაც  ბრუნავს ამგვარად. 

??????