ჯაფარაშვილი ლალი
გაზიარება

ბროწეულის ყვავილობა 

თიბათვის დამდეგს, მაისის ბოლოს,
ბროწეული რომ ამოანათებს,
დაეწინწკლება მარწყვი და ჟოლო
მზეზე გაწოლილ მწვანე წარაფებს;
და სულის სარკმლის იალკიალი
ჰგავს მირონცხებით ღმერთთან ერთობას,
როცა შეიცნობ ამ მთის, აბ ბარის
და დედაენის ერთადერთობას!
გათანგულს ქართულ სიტყვის ზარხოშში,
გამოგაფხიზლებს გაზრდილი ფიქრი,
რომ დედამიწა, ამ სამყაროში,
უნათესავო ბავშვივით მიქრის!
რომ ცხადზე მეტი აუხსნელია, _
რაღაც, შენზე და ჩემზე ძლიერი,
რომ დღე და ღამე პასუხს ელიან
დასაბამიდან დასალიერით:
სიცოცხლე _ თვალის დახამხამება
და ვერშეცნობის მრუმე სამანი!..
რომ სიხარულის ლაღმა ქარებმა
სულ დაივიწყეს შენსკენ სავალი!..
ღვთის ნებით, ფიქრი, ფიქრს რომ მოება,
ისევ გიბრუნებს მწვანე წარაფებს!
და ვიღას ახსოვს ამაოება,
ბროწეული რომ ამოანათებს!

??????