ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "კაფეში მარტო რა უნდა ამ კაცს" ექსკლიუზივი

კაფეში შევალ სრულიად მარტო~
გალაკტიონი
კაფეში მარტო რა უნდა ამ კაცს,
ქართველი მარტო როგორღა დალევს,
გადადებს ჯოისს, გადადებს კაფკას
და ლოცვანივით აიღებს გრანელს.
გარეთ თქორია, სულშიაც თქორი,
ვაიმე, მგონი ფარულად მიმზერს...
როგორც ოდიშურ თხმელაზე ქორი,
ჩამოისვენე არყოფნის ქიმზე.
ჩამოისვენე, არაა გვიან,
ქარს სული მაინც შავეთში მიყავს,
ამ ქალს ხომ ისევ მიმოზა ჰქვია,
გუშინ თბილად რომ ეძახდი მიმკას.
...ვაიმე, მარტო, სულ მარტო დალევს,
ვაიმე, სულშიც სიბერე დაკრავს,
გადადებს განზე ჯოისს და კაფკას
და ლოცვანივით აიღებს გრანელს.

??????