მორჩიაული თენგიზ
გაზიარება

*** "დაგტოვე, როგორც ზღვაში კუნძული" ექსკლიუზივი

დაგტოვე, როგორც ზღვაში კუნძული,
დაგტოვე ჩემი ტრფობით მწყურვალი _
სავსე მტევანი, ვით დახუნძლული,
ჯერ ამ მკლავებით დაუწურავი.
დაგტოვე... თითქოს შუქი გაგიქრეს,
შეგიკრთა გული და შეგეშინდა,
ცეცხლი შევუნთე მაგ შენს საფიქრალს
და დაგიკარგე სულის სიმშვიდე.
დაგტოვე... ვიცი, ალბათ, მემდური,
რადგან გითხარ და ვერ დაგიმალე,
შენი თვალები, ვით საყვედური,
თან დამყვებიან დღე და ცისმარე...

??????