სიხარულიძე გივი
გაზიარება

ჩემი ოცნების ქალაქი ექსკლიუზივი

მოდი, იმ ქალაქს გაუმარჯოს,
სადაც წვიმაც კი გეფერება,
ისეთი სიყვარულით გიყურებენ,
იმქვეყნად წასვლა გეძნელება.
ალბათ, პირი შეჰკრეს ერთმანეთთან
იამ, ყოჩივარდამ, ენძელებმა,
ქვეყნად ერთადერთი ქალაქია,
სადაც არავინ გემტერება.
თითქოს ცისარტყელა ქალაქის ხიდია
და ზედ სიყვარული მტევნებად ჰკიდია.
რა გულსატკენია ზოგნი რომ მიდიან,
რას იზამ, ასეა, ოდითგან ბინდია,
ბინდია... ბინდია...
ალბათ, ამაშიც რაღაცა ხიბლია.
ცოტაც დააცადეთ ჩვენს ქალაქს _ ბიჭებო,
და ჩვენს თბილ ნაკვალევზე
ახლები ივლიან.

??????