ხარხელაური ტარიელ
გაზიარება

*** "ჩაქრნენ ვარსკვლავნი" ექსკლიუზივი

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება,
ცვარად ეღვრება მკერდზე იელებს,
აღაც მზის მოსვლით არ შეივსება
ეს შემზარავი სიცარიელე.
კლდეებს, ნაწყლულებთ, ნისლით ვუხვევდი,
ცაო, როგორ მღლი შენი უფლობით,
წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე
და მე და მთვარე ვჭირისუფლობდით.

??????