ხარხელაური ტარიელ
გაზიარება

*** "დავეწაფე" ექსკლიუზივი

დავეწაფე,
ვიღაცამ ბეჭებში დამტაცა ხელი,
გავუძალიანდი,
შევები,
ავიხედე,
კლდე აყუდებულიყო თვალებსველი...
შემრცხვა...
მუხლებში ჩავუვარდი და ვეჩურჩულები:
_ თქვენი ფეხის ნაბანსა ვსვამ,
კარგებო...
მერე ნაბიჯის სიგრძე გამიზომეს,
ბეჭები გადამიმტკავლეს,
შუბლი ჩამიზოლეს,
მკერდი გადამიტყავეს,
მაჯა გამისინჯეს,
მუხლი შემიმოწმეს,
ქედზე მზე დამიმშვინდეს,
დაიბუბუნეს:
_ შაგერგოს!

??????