კალაძე ამირან
გაზიარება

ნატვრა ექსკლიუზივი

მშობელო მიწავ, ვით ოდითგანვე
გყავს მტერ-მოყვარე შინ და გარეთა...
ლხინში კვლავ ვიმღერთ მრავალჟამიერს,
ჭირში ვახსენებთ მესაფლავეთა.
კვლავაც მოვუვლით ზვრებსა და ყანებს,
მეხს ავარიდებთ შენს წილ ცადაქმნილს
და საკადრისად ჩამოვარიგებთ
შენს მზეს და ღრუბელს აწ და მარადის!
ტანს ვით აიყრის პურის თავთავი
და იზაბელა გადახლართულად...
შენ გაიზრდები, ჩემო სამშობლოვ,
და, ღმერთმა ნუ ქნას, არაქართულად!
შენ დაგელოცოს ბაღჩა-ბაღები,
გლეხკაცის სუფრა მუხის ჩეროში!
მუხლჩაუხრელი მენახოს მუდამ
აკვნის გამთლელი საქართველოში!

??????