ხეთაგური მზია
გაზიარება

*** "მთვარე ატმის ხეს თეთრად ანათებს" ექსკლიუზივი

მთვარე ატმის ხეს თეთრად ანათებს,
გაღვიძებას ჰგავს ეს ნატურმორტი.
მე გამახსენდა უცხო ქალაქი
ფერადი წვიმით და სასტუმროთი.
თვალები, როგორც ღია ბარათი,
სვამდნენ ცრემლიან მრავალწერტილებს,
იყო სიზმარი უმისამართო
და შუაღამე თავაწყვეტილი.
ო, დამიბრუნე ფერი ზღაპრული,
სიგიჟის როკვა, სხივი მირაჟის,
მომესურვილა იმ გაზაფხულის
ის ათრთოლება, ის გარიჟრაჟი...
მთვარე ატმის ხეს თეთრად ანათებს,
გაღვიძებას ჰგავს ეს ნატურმორტი.
მე მომენატრა უცხო ქალაქი
ფერადი წვიმით და სასტუმროთი.

??????