მოლაშხია ზაურ
გაზიარება

დარ-ავდარის თვეა ექსკლიუზივი

დარ-ავდარის თვეა,
დარ-ავდარი, დარ-ავდარი, დარი...
მუქი სინათლეა,
თოვლგარეულ წვიმას არხევს ქარი!
ზის სარკმელთან ბიჭი,
მამის ნატვრა, მამის ალი-კვალი...
შეშა ნელა იწვის
და ბუხრიდან მიიხვევა კვამლი.
დაღვრემილი დღეა,
თითქოს უკრავს ჟამგასული თარი...
დარ-ავდარის თვეა,
დარ-ავდარი, დარ-ავდარი, დარი!

??????