ცერცვაძე ვასილ
გაზიარება

არაფერი თავდება და არაფერი ქრება ექსკლიუზივი

არაფერია აქ ახალი _ ამ ცის ქვეშეთში...
`ახალი ქვია _
ძველს რომ კარგად გადაივიწყებ~...
აღმართის შემდეგ _ ისევ ისე თავქვე ვეშვებით...
ისევ იქ ვჩქარობთ _ სადაც უფრო გვმართებს
სიდინჯე.
კვლავ თავის დრო აქვს ყოველივეს _
_ მწუხრს და განთიადს...
ირმის ყვირილს და ლომის ბუხუნს
დრო აქვს თავისი...
შუქს არ გამოსცემს არაფერი _ რაც არ ანთია...
რაც არ ანთია _ განწირული არის ღამისთვის...
არაფერი თავდება და არაფერი ქრება...
თუ ცუდად არ შეხედავ _ ყვავილიც არ ჭკნება...
გაგიღიმებს ზოგი და _ აყვავდება ნუში...
ზოგიერთის ღიმილს კი _
ტყვია გიჯობს შუბლში.
კაცი მოგესალმება და ინატრებ საძმოდ...
ზოგიც ნაცნობს არ ცნობს და
ზოგი ღმერთსაც არ ცნობს...
ცხოვრობს... ბობოქრობს... როგორც წინათ...
ადამის მოდგმა...
ეკლესიაშიც შედიან და მირონს იცხებენ...
არ ავიწყდებათ შობის ღამეს _ ნაძვის ხის მორთვა...
ზოგნიც ცხოვრებას ამთავრებენ... ზოგნი იწყებენ...
კანდელაბრებში დანთებული ქრება სანთლები,
თუ არ მივაგეთ მისაგები _ ბიჭებს... რა ბიჭებს...
თუ არ ავედით გელათში და დიდი ქართველის
გულზე დადებულ საფლავის ქვას არ დავაბიჯეთ.
არაფერი მთავრდება და არაფერი ქრება...
ხე რომ ხეა _ ისიც კი შეძახილით ხმება...
ისა სჯობს რომ არ თესო _ თუ არ თესავ კეთილს...
თუ მცხეთას არ აშენებ _ მოუარე ხერთვისს!..
ის რაც ერთხელ მომხდარა _
ისევ ისე ხდება _
_ სული ცაში ნავარდობს...
სხეული კი კვდება...
არაფერი თავდება და არაფერი ქრება.

??????