ურუშაძე ოთარ
გაზიარება

ნიკალას ექსკლიუზივი

ქალი ხომ გახსოვთ ხარფუხში,
ტერფით კოჭამდე `ხაბარდით~
კაბას იცვამდა ატლასის,
მამა რომ ჰყავდა `კაკარდით~.
ჩამაივლიდა მაედანს,
მოკითხვით, სალამ-ქალამით,
მიაცილებდა ნიკალა,
ტრფობის აფრიან ხომალდით.
მერე გამოჩნდა ქალაქში,
აქტრისა თავის ქომაგით.
ჩამაივლიდა `იარმუკას~
ვეერითა და პომადით.
დუნია შამოუვლია,
`პოროვოზით~ და ხომალდით.
თეთრი მკერდების ბრიალით,
ფეხებს იქნევდა ფრიალით...
დასტრიალებდნენ გნიასით
ყარაჩოღელიც, კნიაზიც...
ნიკალაც იმათ ამქარში,
მოისაკლისა ნამკალში.
`აუდენციას~ `აქტრისის~
ვარდი უსარდლა მაისის.
ვარდით მოფინა `აპოლო~-ს
`გოსტინიცაც~ და `თეატრიც~.
ტურფას შასწირა დუქანიც,
საბადებელიც, ხმიადიც.
დაეწვას იმას ვუალი,
`ანშანტე~, `ორევუარი~,
იმ დღიდან ასდის ნიკალას,
სუნი ღვინის და მუშამბის.
ბედმა არგუნა ცხოვრება,
რქამოტეხილი წიქარის,
სადაც რომ დაუღამდება,
იმისი `ლუქსიც~ იქ არის.
მოუხატია გუმანით
ხარფუხი, ოქროს უბანი...
ღვინოა მისი სამხარი,
სახლი კი ყველა დუქანი.
ახლა პარიზშიც შაიტყვეს,
მისი ხელობის მუღამი.
დალოცეთ ჩვენი ნიკალა,
ამით შენდობა უთხარით.

??????