სიდამონიძე მერაბ
გაზიარება

ალავერდი ექსკლიუზივი

ამ სიმწვანეში იღვრება თეთრად,
თუ აგვისტოში მოსულა თოვლი,
ტაძარი მაღლა იწევს და ფეთქავს,
თითქოს უბეში ფართხალებს გნოლი.
მზერა მიჰყვება სხივების კიბეს,
ჯადოშებმული ვდგავარ და ვუმზერ _
ჩამოღეღია კახეთს საკინძე
და ალავერდი მოუჩანს გულზე.
მას ახსოვს ჟამთა სრბოლა _ საზარი,
ის აღზევება და ის დაცემაც,
და იმსახურებს თეთრი ტაძარი:
შიშს, მოკრძალებას და აღტაცებას!

??????