ჭუმბურიძე დოდო
გაზიარება

მუზეუმი ექსკლიუზივი

ვერცხლის ბარძიმებს,
შანდალს ვერცხლისას,
უხმარ ფეშხუმებს,
აქეთ დაფარნებს,
კაბებს _ ოქრომკერდით ნაქარგებს,
ომში დაღლილ ხმლებს,
ისრისპირებს განაფოლადებს,
წინაპრის სუნთქვას, _
თაროზე რომ ანაფორა დევს...
სეფეწულების ჯუბა-კაბებს,
ეტრატ-ანალებს,
გლეხის ბიჭების ნაალერსებ
ლამაზ ქალამნებს,
ჩვენი ქვეყნისას
დაქცევას და აზეიმებას _
წამი-წამს ვგრძნობდეთ, _
მუზეუმმა ასე ინება...

??????