შონია ჯემალ
გაზიარება

ერთი გზით დიოდა ექსკლიუზივი

სიზმარში ვიხილე პატარა არაკი:
ერთმანეთს ერთოდა ბზიფი და არაგვი...
და გაკვირვებული დაგვმზერდა ციონი:
ერთმანეთს ერთოდა მტკვარი და რიონი,
ერთმანეთს ერთოდა მდინარე ყოველი,
დღეს საქართველოში რაც არის მსრბოლელი.
უცვლელად ამ მთათა, ხევთა და ფერდობთა
ეს ჩემი ენგური ალაზანს ერთოდა.
დავითს კვლავ შთაესხა თევზი, ჯიშ-ათასი,
`ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთასი”.
ერთიღა იყო გზა ქართა და სიოთა,
გულისხმა ქართველთა ერთი გზით დიოდა...
და იყო ძლეული, მთლად გადაჯეგილი
ამ ერთი დინების წინ ყველა ჯებირი...
სიზმარში ვიხილე პატარა არაკი:
ერთმანეთს ერთოდა ბზიფი და არაგვი.

??????