შონია ჯემალ
გაზიარება

ტკივილი ლერწმის ექსკლიუზივი

სანამ მომაგნებს მზის სიხალისე,
გულს მანამ ბნელი დუმილი კენწლავს,
ვერა, ვერა ვთლი სალამურს ისე,
ტანი რომ აღარ ვატკინო ლერწამს.
თითქოს ფასი აქვს ბალახის ღერის
იმას, რაც მტანჯავს, იმას, რაც მეწვის...
ჰა, სალამური მღერის და მღერის
და არვის ახსოვს ტკივილი ლერწმის.

??????