უთრუთაშვილი ჯუმბერ
გაზიარება

*** "ნუ მოჰკლავთ პოეტს" ექსკლიუზივი

ნუ მოჰკლავთ პოეტს, პოეტს ლექსიც ჰკლავს,
პოეტს ბალღივით უნდა ალერსი,
როცა პოეტი ლექსებს რითმით რთავს,
გული აქვს ღვთიურ მადლით ნალესი.
პოეტს არ ხიბლავს ოქრო და ფული,
მას გული მუზით აქვს დაგეშილი,
ლექსში ისეა ზოგჯერ ჩაფლული,
რომ გეგონებათ ჭკუაშეშლილი.
პოეტის სიტყვა ზოგჯერ არ სჯერათ,
ხან მისი ლექსი ჰგონიათ მტრული,
პოეტს ლექსებიც ჰყოფნის სასჯელად,
გული ლექსებით აქვს დაფატრული.

??????