მეტრეველი მერაბ
გაზიარება

ვერ გაგიმეტა განგებამ ექსკლიუზივი

ვერ გაგიმეტა განგებამ
სიბერისათვის, მარი,
ვარსკვლავებს შეგაზიარა,
ზეცის შეგიღო კარი.
ეახელ დიად აჩრდილთა,
მშვენიერებით სავსე,
არამქვეყნიურ სიწმინდის
გვირგვინი გედგა თავზე.
ჩვენი ლხენა თუ ვარამი,
ახლა საზიდი ცალად,
მქმენ პირნათელი, უფალო,
უფალო, მომეც ძალა _
ვატარო დასასრულამდი
წილადხვდომილი ჯვარი,
სიბერისთვის განგებამ
ვერ გაგიმეტა, მარი.

??????