ცანავა მიმოზა
გაზიარება

ერთად ამიტირდა სული ექსკლიუზივი

გული _ ოცნებების ოკეანე,
სული _ გარდაცვლილი მზე და
ფიქრი _ დაკაწრული ღამე,
ისევ უსაშველო სევდა,
ეჭვი _ ეკალ-ბარდი მწარე,
ისევ ქაოსური განცდა,
მკვდარი ფოთოლცვენა ირგვლივ,
ისევ ლოდინი და დაცდა.
ყელი _ საამბორო, თბილი,
ალერსს მოკლებული მუდამ,
ისევ დამიშინა ბედმა
ცივი მარტოობის გუნდა.
თვალი _ ჩათვლემილი მზე და
ისევ ქარიშხალი ავი,
ასე რად ატირდა ნეტავ
ჩემში გულმწუხარე ქალი.
რისთვის ეგ ნათელი შუბლი,
რისთვის ანთებული თვალი,
ნუთუ შეუძლებელს ითხოვს
დარდით გადაღლილი ქალი?
მხოლოდ შეხიდება მინდა,
მარტო ამიკვნესდა თარი,
თურმე რამდენ რამეს უტევს
ერთი მეოცნებე ქალი.
თურმე ცის ლაციციც კმარა,
თუ ხარ დიდი გრძნობით მთვრალი,
ო, მზედ ჩამეღვარე სულში,
გვედრებს მარტოსული ქალი.
ატმის აფეთქებულ რტოებს,
ლეწავს გულბოროტი ქარი,
ერთად ამიტირდა სულში
დედა, მიჯნური და ქალი.

??????